ბაიერნის გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა მიუნხენური გუნდის გარემარბის, ლეროი სანეს ბოლო პერიოდში არასახარბიელო სათამაშო ფორმაზე გააკეთა კომენტარი:
"სანე როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი ძალიან მომწონს. ყველამ იცის, რომ ის წარმოუდგენლად კარგ თვისებებს ფლობს. ლეროი საკმაოდ თვითკრიტიკულია და თავადაც კარგად იცის, რომ ბოლო პერიოდში კარგად ვეღარ თამაშობს, თუმცა არ ვიცი ამის მიზეზი რა არის.
კარიერის განმავლობაში ჩავარდნებიც ჰქონია და აღმასვლებიც. მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ", - განაცხადა ნაგელსმანმა.
ცნობისთვის, სანემ მიმდინარე სეზონში ბაიერნის მაისურთ ყველა ტურნირზე ჯამში 40 მატჩი ჩაატარა, სადაც თავის გამოჩენა 14 გოლითა და 15 საგოლე გადაცემით მოახერხა.