ოლივერ კანმა დაადასტურა, რომ ბაიერნის პოლონელი შემტევი მიუნხენურ გრანდს არ დატოვებს:
"ჩვენ გიჟები არ ვართ, რომ გუნდიდან ისეთი ფეხბურთელი გავუშვათ, რომელიც ყოველ სეზონში 30-40 გოლს იტანს. მის ტრანსფერს არ განვიხილავთ, მინიმუმ კიდევ ერთი სეზონით, ის კვლავ ბაიერნში ითამაშებს.
ლევანდოვსკის ბაიერნთან არსებული კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს - ყოველთვის ვიძახდით, რომ კონტრაქტის განახლება გვსურდა, ის დარჩება ჩვენთან და სხვა არაფერი განიხილება! რობერტმა კრგად იცის, რას ნიშნავს ბაიერნი და ასევე ჩვენც ვაანაზილებთ, თუ რამხელა ძალაა ის გუნდისთვის", - განაცხადა კანმა.