ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ არენაზე ვილიარეალს ვერ მოუგო და ტურნირს სენსაციურად გამოეთიშა.
მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი ბაიერნის გერმანელმა შემტევმა, ტომას მიულერმაც გააკეთა:
"ძალიან მტკივნეულია, რომ კარგი თამაშის მიუხედავად გოლი ბოლოს გავუშვით. მთლიანობაში კარგი მატჩი ჩავატარეთ - საკუთარი თავები იმაში უნდა დავადანაშაულოთ, რომ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოვახერხეთ. თამაშის მიმდინარეობა მსგავს შედეგს, 1:1-ს არ იმსახურებდა.
არ ვიცი მეტი რა ვთქვა... ამ მარცხის მიღება ძალიან, ძალიან რთულია", - განაცხადა მიულერმა.