ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ არენაზე ვილიარეალს ვერ მოუგო და ტურნირს სენსაციურად გამოეთიშა.
მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი ბაიერნის გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმაც გააკეთა:
"პირველი მატჩი გამოდგა საკვანძო - ჩვენ იქ საკმარისად კარგები არ ვყოფილვართ. დღეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. თავიდანვე დიდი ინტენსივობით დავიწყეთ. ძნელია ასეთი ღრმა ბლოკის დროს, შანსების შექმნა", - განაცხადა ნაგელსმანმა.
ასევე: ტომას მიულერის პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ