ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ არენაზე ვილიარეალს ვერ მოუგო და ტურნირს სენსაციურად გამოეთიშა.
მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმაც გააკეთა:
"88-ე წუთამდე ბევრი შეცდომა დავუშვით. მათ კი მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვეს - საქმე ბოლომდე არ მიიყვანეს. საბოლოო ჯამში ამის გამო დაისაჯნენ, რაც თავის მხრივ ჩვენი დამსახურებაა", - განაცხადა ემერიმ.