მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ბარსელონას ბაიერნის თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის გადაბირება სურს.
როგორც Sport.es იუწყება, კატალონიელები მზად არიან, პოლონელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გაიღონ, თუმცა შესაძლოა, აღნიშნული თანხა საჭიროების შემთხვევაში 60 მილიონ ევრომდე გაზარდონ.
ცნობისთვის, ლევანდოვსკისა და ბაიერნს შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულში გასდის, თუმცა მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაწყებულა.