მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა რობერტ ლევანდოვსკის ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე მცირე კომენტარი გააკეთა:
"არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ მას წასვლა უნდა. ყოველთის დარჩენის სურვილს გამოთქვამდა - რა თქმა უდნა მეც ეს მინდა.
ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი გაირკვევა", - განაცხადა ნაგელსმანმა.
ცნობისთვის, ლევანდოვსკისა და ბაიერნს შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულში გასდის, თუმცა მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაწყებულა.