გერმანიის ბუნდესლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და "დორტმუნდი" დაუპირისპირდებიან. მატჩი 23 აპრილს შედგება.
"არმინიასთან" გამართული წინა ტურის შეხვედრა მიუნხენელთა ორმა ფეხბურთელმა - კინგსლი კომანმა და ლუკას ერნანდესმა გამოტოვეს.
როგორც ცნობილია, ორივე მათგანს მცირე ტრავმა აწუხებდა და "დორტმუნთან" გასამართი პრინციპული მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნებიან.
30 ტურის შემდეგ, "ბაიერნს" ბუნდესლიგაში 72 ქულა აქვს, ცხრილის ლიდერია და დიდი ალბათობით, მალე კიდევ ერთ ჩემპიონობას იზეიმებს.