ბუნდესლიგის მომდევნო ტურის ცენტრალური შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" შორის შედგება.
მატჩის წინ კომენტარი ბორუსიელთა ფეხბურთელმა მანუელ აკანჯიმ გააკეთა.
"კარგად ვიცით, რომ ბაიერნის ჩვენთან გამარჯვება ტიტულის მოგების ტოლფასია და ამას არ დავუშვებთ.
ამ შეხვედრაში ქულები უნდა მოვიპოვოთ, ახალი სეზონიდან კი ჩვენი მიზანი ბაიერნისთვის დიდი კონკურენციის გაწევაა", - განაცხადა აკანჯიმ.