მომდევნო წლის ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნის" შემტევს სერჟ გნაბრის გუნდთან კონტრაქტი ეწურება.
რეკორდმაისტერი ცდილობს, რომ გნაბრი თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დაკარგოს და კონტრაქტის გახანგძლივებაზე მუშაობს.
თუმცა თავად ფეხბურთელის პოზიცია სხვაგვარია - გნაბრის სურს, რომ გუნდში მისი როლი გაიზარდოს და ძირითადად არა ფლანგზე, არამედ ცენტრიდან მოუწიოს თამაში, სადაც უფრო პროდუქტიული იქნება.
საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მხარეები და დარჩება თუ არა გნაბრი "ბაიერნში."