მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა კინგსლი კომანმა "არმინიასთან" გამართული მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
ფრანგ ფეხბურთელს მუხლის ტრავმა ჰქონდა და წინა დღეებშიც მსუბუქი ვარჯიშებით იყო დაკავებული.
მატჩჩის წინ კი კომანმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და დიდი ალბათობით, ხვალ განაცხადში იქნება. ამის შესახებ მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტილებას თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, ექიმებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ მიიღებს.
ბუნდესლიგის ტურის ცენტრალური მატჩი "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" შორის ხვალ, 20:30 საათზე შედგება.