"დორტმუნდთან' მოგებისა და ტიტულის მოგების შემდეგ "ბაიერნის"მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა კომენტარი გააკეთა.
"ადვილი სეზონი არ გამოვიდა, თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ ტიტული მოვიგეთ და ეს მახარებს. ლუდის შხაპი სასიამოვნო, მაგრამ ცოტა ცივი იყო.
სეზონის პირველი ნახევარი გაცილებით უკეთესი იყო, ბევრ გოლსაც ვიტანდით, თამაშებს მარტივად ვიგებდით.
მეორე ნახევარში იმედგაცრუებაიყო. ჩემპიონთა ლიგიდან გავვარდით. ასევე, ჩემთვი გლადბახთან მატჩიც რთული იყო, როცა კოვიდი მქონდა.
ვილიარეალს 10-ჯერ რო ვეთამაშოთ, 9-ჯერ მაინც მოვუგებთ, ჩვენი მიზანი ლიგის მოგებაც იყო, მაგრამ არ გამოვიდა", - განაცხადა ნაგელსმანმა.