ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გუნდს დატოვებს.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი თავად ფეხბურთელმა ბუნდესლიგის მოგების შემდეგ გააკეთა.
"ჩემს მომავალზე შეხვედრა ხელმძღვანელობასთან უახლოეს პერიოდში იქნება, მაგრამ არამგონია, რაიმე განსაკუთრებული ცვლილება მოხდეს.
დღეს კი ბედნიერი ვარ, რადგან ბაიერნთან ერთად კიდევ ერთი ტიტული მოვიგე", - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პოლონელი ფორვარდის მომავალს "ბარსელონას" უკავშირებენ.