არის იმის ალბათობა, რომ პოლნელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ახალი სეზონიდან კატალონიის "ბარსელონაში" ვიხილოთ.
გუშინ, "ბაიერნის" ხელმძღვანელობასა და პოლონელის აგენტს შორის შეხვედრა შედგა, სადაც ლევანდოვსკის მომავალზე ისაუბრეს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ლევანდოვსკის გუნდის დატოვება სურს, თუმცა რეკორდმაისტერი მას ადვილად ვერ ელევა.
ცნობილია ისიც, რომ კატალონიელებმა მსოფლიოს გამორჩეულ ფორვარდს ხელფასი წლიურად 30 მილიონი ევრო შესთავაზეს.