ბუნდესლიგის 32-ე ტურში “მაინცი” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა
მიუნხელელთა მხრიდან ერთადერთი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა და ეს გოლი სარეკორდო გამოდგა.
ბუნდესლიგის ერთ სეზონში გასვლით მატჩებში 47 გოლი ისტორიაში მხოლოდ “ბაიერნს” აქვს გატანილი.
რეკორდმაისტერმა ანალოგიური შედეგი 2019/20 წლების სეზონშიც დააფიქსირა.