ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა შინ ალბანეთი 4:1 გაანადგურა.
მატჩის მთავარი გმირი კი მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბი, კინგსლი კომანი, გახდა. 23 წლის შემტევმა დუბლი გაიფორმა და შესანიშნავად იასპარეზა.
"მისი გუშინდელი მატჩი იყო იმის მსგავსი, რასაც კინგსლი "ბაიერნში" ერთი წლის განმავლობაში აკეთებდა. ის მეტ ყურედღებას აქცევს გოლებს, ცივსისხლიანობას.
მას ყოველთვის ჰქონდა მეტოქის დესტაბილიზაციის უნარი. სასიამოვნოა კომანის ასეთ მაღალ დონეზე ხილვა", - განაცხადა დეშამმა.
ალბანეთთან წარმატებული მატჩით თავად კომანიც ძალიან კმაყოფილია: "როდესაც ფორმაში ვარ, კარგად ასპარეზობა შემიძლია. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია. ბედნიერი ვიყავი, როდესაც ქომაგები ტრიბუნებიდან ჩემს სახელს სკანდირებდნენ".
კინგსლი კომანმა "ბაიერნის" მაისურით ახალ სეზონში უკვე 2 ბურთი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა.