ეს არ უნდა დაგავიწყდეთ  ოლიმპიაკოსის მწვრთნელი ბაიერნს და ტოტენჰემს დაემუქრა

ეს არ უნდა დაგავიწყდეთ ოლიმპიაკოსის მწვრთნელი ბაიერნს და ტოტენჰემს დაემუქრა

ბერძნული "ოლიმპიაკოსის" მთავარმა მწვრთნელმა, პედრო მარტინსმა, ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფში ფავორიტებს მიმართა.

"ჩვენ ორ საკმაოდ ძლიერ გუნდს შევხვდებით, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენს სტადიონზე ჩამოსვლა და გამარჯვება მარტივი არ არის!

შესაძლოა კარგი დღე გვქონდეს და თუ ისინი კარგად ვერ იასპარეზებენ, ამის გამო დავსჯით. თუმცა აგრეთვე ვაცნობიერებთ, რომ "ბაიერნიც" და "ტოტენჰემიც" ტიტულის პრეტენდენტები არიან.

თუ მომდევნო ეტაპზე ვერა, ევროპა ლიგაზე მაინც უნდა მოვხვდეთ ჯგუფიდან", - განაცხადა 49 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

B ჯგუფში მიუნხენის "ბაიერნი" ლონდონის "ტოტენჰემთან", "ოლიმპიაკოსთან" და "ცრვენა ზვეზდასთან" ერთად მოხვდა.

"რეკორდმაისტერი" ბერძნულ კლუბს 22 ოქტომბერს ესტუმრება და მომდევნო ტურში, 6 ნოემბერს, მეტოქეს უკვე შინ მიიღებს.


8-09-2019, 18:36
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2