SportBild დე ლიგტის ფავორიტი ბაიერნია

SportBild დე ლიგტის ფავორიტი ბაიერნია

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და ამსტერდამის "აიაქსის" ცენტრალური მცველი, მატიის დე ლიგტი, მიუნხენის "ბაიერნისადმი" სიმპათიებით არის განწყობილი.

19 წლის სუპერ-ტალანტისთვის რამდენიმე ევროპული გრანდი ნადირობს, მათ შორის მიუნხენური კლუბიც. ცნობილი გერმანული გამოცემა "SportBild" ავრცელებს, რომ დე ლიგტის აზრით, მისთვის ყველაზე შესაფერისი გუნდი "ბაიერნია".

"რეკორდმაისტერი" დე ლიგტთან ერთად მადრიდის "ატლეტიკოს" მცველ ლუკა ერნანდესსაც აკვირდება და ამ ორს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.

მატიის დე ლიგტის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს. 19 წლის ჰოლანდიელს "აიაქსის" დატოვება სეზონის ბოლოს აქვს დაგეგმილი.


23-02-2019, 20:27
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2