ნაგელსმანი ლაიფციგს ბაიერნთან შედარებით ერთი უპირატესობა აქვს

ნაგელსმანი ლაიფციგს ბაიერნთან შედარებით ერთი უპირატესობა აქვს

"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა, ახალგაზრდა იულიან ნაგელსმანმა, მიუნხენის "ბაიერნთან" განსხვავებებზე ისაუბრა.

"მიუნხენის "ბაიერნი" უკვე წლებია გერმანიაში ყველაზე სტაბილური გუნდია, რომელმაც უდიდეს წარმატებებს მიაღწია.

თუმცა არის განსხვავებები და ერთი დიდი უპირატესობაც. მაგალითად, რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც ყოველ სეზონში 25 გოლი გააქვს და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, ვეღარ განვითარდება.

მე კი ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მყავს, მათთან მუდმივად ექსპერიმენტებს ვაკეთებ და განვითარებაში ვეხმარები", - განაცხადა 32 წლის გერმანელმა სპეციალისტმა.

4 ტურის შემდეგ გერმანიის ბუნდესლიგას 10 ქულით "ლაიფციგი" ლიდერობს, მიუნხენელები კი 8 ქულით მესამეზე მოდიან. მათ შორის დორტმუნდის "ბორუსიაა" 9 ქულით.

გასულ უქმეებზე "ლაიფციგისა" და "ბაიერნის" დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.


16-09-2019, 19:25
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2