მიმდინარე სეზონში მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯამალ მუსიალა ბრწყინვალე ფორმაშია.
რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა და გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოთარ მათეუსი მუსიალას უკვე ფასს ადებს.
რა თქმა უნდა, მის მიმართ ინტერესი დიდია, მათეუსის თქმით კი "ბაიერნი" მას 150 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა.
როგოროც ჩანს, მუსიალას "ბაიერნი" ხანგრძლივ პერსპექტივაში მათ ლიდერად მოიაზრებს.