ოფიციალურად დადასტურდა, რომ შემდეგი წლიდან მიუნხენის "ბაიერნში" ქართველი ფეხბურთელი ლუკა პარკაძე ითამაშებს.
17 წლის ფეხბურთელის რეკორდმაისტერში გადასვლას საქართველოს ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლი გამოეხმაურა.
"წარმატებები ლუკას ამ დიდ კლუბში!" - წერს სანიოლი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი "ბაიერნის" ღირსებას 9 წლის განმავლობაში იცავდა.