უკვე რამდენიმე მატჩია მიუნხენის "ბაიერნს" გერმანელი ფეხბურთელი სერჟ გნაბრი ტრავმის გამო ვერ ეხმარება.
გნაბრიმ გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე განაახლა, თუმცა 100%-ით მზად სათამაშოდ მაინც არ არის.
შესაძლოა, ნაგელსმანმა ის შემდეგ მატჩში განაცხადში შეიყვანოს და მცირე სათამაშო დრო მისცეს.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნს" ჯამალ მუსიალაც გამოაკლდა, რომელიც ასევე ტრავმირებულია.