ბუნდესლიგის გასულ ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "ბოხუმს" დაუპირისპირდა და 7:0 გაანადგურა.
მატჩის შემდეგ კომენტარი რეკორდმაისტერის თავკაცმა იულიან ნაგელსმანმა გააკეთა.
"საოცრება იყო. თამაში თავიდანვე კარგად დავიწყეთ და მეტოქე მიხვდა, რომ მთელი თამაში წნეხში იქნებოდა.
კარგად გვახსოვდა, რომ გასულ სეზონში ამ გუნდთან წავაგეთ და რევანში გვინდოდა, რაც გამოგვივიდა", - განაცხადა ნაგელსმანმა.