მიუნხენის "ბაიერნის" წინა მატჩი ამ კლუბის სამმა ფეხბურთელმა ტრავმის გამო გამოტოვა.
ჯამალ მუსიალამ, ჩუპო-მოტინგმა და ალფონსო დევისმა დღეს გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე სრულად განაახლეს.
შესაბამისად, სამივე ფეხბურთელი ბუნდესლიგის მომდევნო ტურში სათამაშოდ მზად იქნებიან.
შემდეგი ტურის მატჩს კი ნაგელსმანის გუნდი 27 აგვისტოს, "გლადბახის" წინააღმდეგ გამართავს.