დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნმა" "მანჩესტერ იუნაიტედისგან" ოფიციალური შეთავაზება მიიღო.
წითელი ეშმაკები აქტიურად ბენჟამინ პავარის შეძენით ინტერესდებოდნენ და მოლაპარაკებების დაწყებაც სცადეს.
თუმცა როგორც ცნობილია, რეკორდმაისტერმა "იუნაიტედს" პასუხი მალევე გასცა და უარით გაისტუმრა.
"ბაიერნის" ხელმძღვანელობამ გასულ კვირას დაადასტურა, რომ პავარი გუნდში დარჩებოდა.