ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნი" "ბარსელონას" "ინტერის" და "პლზენის" ჯგუფში მოხვდა.
წილისყრა მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა შეაფასა.
"ბარსელონასთან იგივე უნდა მოხდეს, რაც წინა წლებში. მათთან დადებითი შედეგები გვაქვს და ასე უნდა გავაგრძელოთ.
პლზენი ჩეხეთის ჩემპიონია, ინტერი კი იტალიის გამორჩეული კლუბი, ამიტომ ჯგუფში საკმაოდ რთული მატჩები გველის.
საინტერესო იქნება ლევანდოვსკის წინააღმდეგ თამაშიც", - განაცახდა ნაგელსმანმა.