ინტერნეტ სამყარო ოლივერ კანის რეაქციამ მოიცვა, რომელიც მას წილისყრაზე ჰქონდა, როცა გაიგო, რომ "ბაიერნი" "ბარსელონას" ჯგუფში იყო.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი რეკორდმაისტერის ხელმძღვანელმა თავად გააკეთა.
"ლევანდოვსკი ჩვენგან სულ ცოტა ხნის წინ წავიდა, ახლა კი ბრუნდება, ოღონდ ჩვენს წინააღმდეგ.
მსგავსი რეაქციაც იმიტომ მქონდა, რომ ასეთია ფეხბურთის კანონები. რობერტს და ბარსელონას დიდ პატივს ვცემ", - განაცხადა კანმა.