ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მიუნხენის "ბაიერნმა" გუნდიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუშვა.
19 წლის ბრაით კარიერას "ჰანოვერში" იჯარის წესით გააგრძელებს.
"ბრაითს აქვს პოტენციალი, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს, თუმცა თავისი შესაძლებლობები მან ჯერ მეორე ლიგაში უნდა გამოავლინოს.
იქ უფრო განვითარდება და დაგვიბრუნდება როგორც შემდგარი მოთამაშე", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.