გუშინდელი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა მატიას დე ლიხტი ლეგენდარულ ფრანც ბეკენბაუერს შეადარეს.
"ვარ თუ არა ახალი ბეკენბაუერი? რაც არ უნდა მოხდეს, ჩემს თავს მას არასდროს შევადარებ, ფრანცი გუნდის ლეგენდაა.
მას უმაღლესი დონის კარიერა ჰქონდა და მოიგო ბევრი ტიტული - ჩემი მიზანიც სწორედ ესაა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ.
ბაიერნი იდეალური გუნდია იმისთვის, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო", - განაცხადა დე ლიხტმა.