შეიძლება თამამად ითქვას, რომ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბაიერნი" ყველაზე აქტიური იყო.
გუნდმა ჯამში, ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელების ჩათვლით 14 ფეხბურთელი დაიმატა.
ამასთანავე, რეკორდმაისტერმა 15 მოთამაშე გაუშვა, მათ შორის ზოგი იჯარის წესით.
ჯამში "ბაიერნმა" ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ტრანსფერებიდან 104.40 მილიონი ევრო მიიღო და 137.50 მილიონი ევრო დახარჯა.