გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მიუნხენის "ბაიერნმა" ფორვარდი არ დაიმატა.
კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მის გარეშეც შეძლებენ სასურველი შედეგის დაფიქსირებას. არადა, რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა.
მათ შორის იყო ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინი, რომელთანაც მოლაპარაკებებს ოლივერ კანი აწარმოებდა.
ტრანსფერი არ შედგა, თუმცა კანმა ბევრჯერ აღნიშნა, რომ კეინი მისი საყვარელი ფორვარდია და 2023 წელს კლუბის მთავარი მიზანი მისი გადმობირება იქნება.