მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი ჯამალ მუსიალა მისთვის გამორჩეულ გუნდს ასახელებს.
"ვის ვგულშემატკივრობდი ბავშვობაში? ბარსელონა ჩემი საყვარელი გუნდი იყო და მესის მაისურით დავდიოდი ხოლმე.
ხავი, ინიესტა, ბუსკეტსი დიდი ფეხბურთელები არიან. მათ თამაშებს დღესაც სიამოვნებით ვუყურებ.
ერთ სული მაქვს, როდის ვითამაშებ კამპ ნოუზე, ეს ჩემთვის დიდი მოტივაცია იქნება", - განაცხადა მუსიალამ.