ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად მილანის "ინტერი" 0:2 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, რეკორდმაისტერის ფეხბურთელმა ჯოშუა კიმიხმა თვალი დაიზიანა.
"თვალზე პრობლემები არ მაქვს, ყველაფერი კარგადაა და შემდეგ მატჩში ვითამაშებ", - განაცხადა კიმიხმა.
შემდეგ მატჩს კი იულიან ნაგელსმანის გუნდი 10 სექტემბერს, შინ "შტუტგარდის" წინააღმდეგ გამართავს.