ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მომდევნო კვირას მიუნხენის "ბაიერნი" "ბარსელონას" დაუპირისპირდება.
მატჩის წინ კომენტარს რეკორდმაისტერის შემტევი თომაშ მიულერი აკეთებს და შანსებს აფასებს.
"საინტერესო თამაში იქნება და უკვე ვემზადებით, ოღონდ მხოლოდ იმიტომ არა, რომ იქ ლევანდოვსკია. ბარსელონა ზოგადად კარგი გუნდია.
ორივე გუნდმა ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ და ახლა ერთმანეთთან ვთამაშობთ. ჩვენი მიზანი მოგება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა", - განაცხადა მიულერმა.