გერმანიის ბუნდესლიგაში გამართული მატჩი “ბაიერნსა” და “შტუტგარდს” შორის ფრედ 2:2 დასრულდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი რეკორდმაისტერის თავკაცმა იულიან ნაგელსმანმა გააკეთა.
“პირველი 30 წუთი ძალიან ცუდად ვითამაშეთ, შემდეგ გამოვასწორეთ და გოლებიც გავიტანეთ.
მეორე ტაიმში მომენტევი გვქონდა, ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ, შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მატჩში გადაღლის ბრალიცაა.
რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს, დე ლიხტს კარგი მატჩი ჰქონდა, თუმცა ყველაფერი სამართლიანად მოხდა”, - განაცხადა ნაგელსმანმა.