ტონი ლევანდოვსკი ბაიერნს წარმატებებს მოუტანს

ტონი ლევანდოვსკი ბაიერნს წარმატებებს მოუტანს

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ლეგენდარულმა ლუკა ტონიმ, "რეკორდმაისტერის" ამჟამინდელი გოლეადორი შეაქო.

"ლევანდოვსკი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ძალიან მიყვარს, ვინაიდან საჯარიმოში ცხოვრობს და ძალიან ბევრი გოლი გააქვს.

გუნდის წარმატება, როგორც წესი, თავდამსხმელების გოლებზეა დამოკიდებული. აქ, მიუნხენში, მისი სახით ძლიერი ცხრიანი გვყავს და დარწმუნებული ვარ, ლევანდოვსკი "ბაიერნს" წარმატებებისკენ გაუძღვება", - განაცხადა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა.

რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონი ფენომენალურად დაიწყო და ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 8 თამაშში 11 გოლი გაიტანა, აქედან 9 ბუნდესლიგაში.

ლუკა ტონი "ბაიერნის" ღირსებას 2007-10 წლებში იცავდა და 89 თამაშში 58 გოლი გაიტანა.


25-09-2019, 01:17
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2