მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულს სადიო მანეს კარგი სტარტის შემდეგ მცირე ჩავარდნა აქვს და გოლევს ვერ იტანს.
მანეს ცუდ თამაშებს რეკორდმაისტერის დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი ეხმაურება.
"მხოლოდ 2 თამაშია, რაც მანეს თამაში არ მისდის და უკვე მის მიმართ დიდი კრიტიკაა.
მანე თავის თავს აკრიტიკებს და თავად ყველაზე კარგად იცის ყველაფერი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ის შემდეგ მატჩებში ბევრად უკეთესი იქნება", - ამბობს სალიჰამიჯიჩი.