ბუნდესლიგის გასულ ტურში "ბაიერნმა" გამარჯვება ბოლო წუთს დაკარგა და "შტუტგარდთან" 2:2 ითამაშა.
გერმანული პრესის ცნობით, გუნდში მცირე არეულობაა და ფეხბურთელები მწვრთნელს გაუბრაზდნენ.
რეკორდმაისტერის მოთამაშეები უკმაყოფილოები არიან იმით, რომ მატჩის შემდეგ ნაგელსმანმა ვერ მოგება არა თავის თავს და ტაქტიკურ შეცდომებს, არამედ ფეხბურთელებს და გუნდს დააბრალა.
მოგეხსენებათ, "ბაიერნის" ბუნდესლიგაში უკვე ზედიზედ 3 თამაშია არ მოუგია.