ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "ბაიერნი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან.
მატჩის წინ კომენტარი რეკორდმაისტერის კაპიტანმა თომაშ მიულერმა გააკეთა და ლევანდოვსკიზე ისაუბრა.
"ჩვენ აქცენტი ჩვენს თამაშზე გვაქვს გაკეთებული და არა ლევანდოვსკიზე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს.
რამდენიმე დღის წინ, მანე გამეხუმრა, შემთხვევით პასი ლევანდოვსკის არ მისცე ხოლმეო", - განაცხადა მიულერმა.