ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში, მიუნხენის ბაიერნმა შინ ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. გატანილი გოლებით თავი ლუკას ერნანდესმა და ლეროი სანემ გამოიჩინეს.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნული შეხვედრა კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა შეაფასა:
'გაგიჟებული ვარ, იმიტომ, რომ უნდა მოგვეგო, დღეს მოგებისთვის ვითამაშეთ.
ბაიერნზე უკეთესები ვიყავით, თუმცა როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე შენი შანსებით ვერ ისარგებლებ, ამისთვის საპირისპიროს იღებ.' - განაცხადა ესპანელმა სპეცალისტმა.