მოგეხსენებათ, გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში, მიუნხენის ბაიერნმა შინ ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. გატანილი გოლებით თავი ლუკას ერნანდესმა და ლეროი სანემ გამოიჩინეს.
როგორც გერმანული გამოცემა BILD-ი იტყობინება, მატჩის დაწყებამდე, დაახლოებით 22:00 საათზე, მძარცველები ტომას მიულერის სახლში შეიჭრნენ.
იგივე წყაროს მტკიცებით, პოლიციამ დაადასტურა, რომ მძარცველებმა მიულერის სახლიდან ნაღდი ფული და ძვირფასეულობები მოიპარეს, სამწუხაროდ მათი კვალი ამ დრომდე არ არის, გამოძიება კი მიმდინარეობს.