მოგეხსენებათ, გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში, მიუნხენის ბაიერნმა შინ ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. გატანილი გოლებით თავი ლუკას ერნანდესმა და ლეროი სანემ გამოიჩინეს.
აღნიშნულ შეხვედრაში, ბაიერნის სამი მოთამაშე დაზიანდა: ლუკას ერნანდესი, ბენჟამინ პავარი (რომელიც მატჩის 21-ე წუთზე შეცვალეს) და დაიო უპამეკანო.
ერნანდესს კუნთი გაუწყდა და ფრანგული L'ÉQUIPE-ის ინფორმაციით 5 კვირას იუქმებს. რაც შეეხება პავარდს და უპამეკანოს, მათი დაზიანებები უმნიშვნელოა და ფეხბურთელები ვარჯიშს მალე განაგრძობენ.