მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში, მიუნხენის ბაიერნმა შინ ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. გატანილი გოლებით თავი ლუკას ერნანდესმა და ლეროი სანემ გამოიჩინეს.
მატჩის შემდგომ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ერთ-ერთ ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება, სადაც ალფონსო დევისთან შეჯახების შემდეგ, უსმან დემბელე ბავარიელთა საჯარიმოში წაიქცა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, იმ ეპიზოდში მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა, თუმცა ეპიზოდი VAR-ზეც არ გადამოწმებულა.
ჩავის ამ განცხადებას მოგვიანებით ბაიერნის მცველმა, ლუკას ერნანდესმა უპასუხა: "თუ მსაჯი პენალტს არ ნიშნავს და წესების დარღვევა VAR-მაც ვერ დაინახა, შეგიძლიათ იმდენი ისაუბროთ რამდენიც გინდათ, მაგრამ საბოლოოდ შედეგი ის არის, რაც არის"