მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში, მიუნხენის ბაიერნმა შინ ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ცხადია, აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთელებთან გასახდელში ლეგენდარული ოლივერ კანიც შევიდოდა - გერმანელი ადგილობრივ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში იხსენებს, თუ რა უთხრა მან ფეხბურთელებს:
"ეს გამარვჯება არ უნდა გავაზვიადოთ და ეიფორიაში არ უნდა ჩავარდეთ. ყველამ კარგად დაინახა, თუ როგორი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია, მიუხედავად ამისა, კვლავ რჩება ასპექტები, რომლებშიც გაცილებით უკეთ თამაში შეგვიძლია და ამაზე უნდა ვიმუშაოთ.
გამარჯვება განსაკუთრებით ღირებულია, თუ გეგმას მიჰყვები და ფორმაში ხარ, ეს კი აუგსბურგში გამარჯვებასაც გულისხმობს", - განაცხადა კანმა.