ხვალ, ბუნდესლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად აუგსბურგს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა გამართა პრესკონფერენცია და მეტოქე გუნდზე ისაუბრა:
"აუგსბურგი გრძელი გადაცემებით თამაშობს, ისინი მეორე სართულზე კარგად მოქმედებენ და მატჩის მიმდინარეობისას ბევრს მუშაობენ.
შექმნილი შანსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ - ამ შემთხვევაში კი დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო სანაკრებო შესვენებას გამარჯვებულები შევხვდებით", - განაცხადა ნაგელსმანმა.
ცნობისთვის, აუგსბურგსა და ბაიერნს შორის გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.