მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში, მიუნხენის ბაიერნმა შინ ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა ბაიერნის ყოფილმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმაც მიიღო - მატჩის შემდეგ, კატალონიელთა შემტევმა ალიანს არენაზე დაბრუნებაზე იასუბრა:
"მიუნხენის გულშემატკივართა დიდი მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ასე დამხვდნენ, ეს ძალიან პატივსაცემი, სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ჟესტი იყო ჩემთვის.
ბაიერნში 8 წელი გავატარა და არა 2-3, ეს დიდი დროა - ასეთის დავიწყება ან დაიგნორება შეუძლებელია", - განაცხადა ლევანდოვსკიმ.