მიუნხენის ბაიერნის ახალწვეულმა, რაიან გრავენბერხმა ESPN-თან საუბრისას, სათამაშო დროის ნაკლებობაზე გამოთქვა უკმაყოფილება, ახალგაზრდა ნიდერლანდელი იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ აქამდე ბუნდესლიგის არც ერთი თამაში არ დაუწყია სასტარტოდან:
"სიმართლე გითხრათ, იმედგაცრუებული ვარ. შენ თამაში გინდა, მაგრამ მწვრთნელი სხვა მოთამაშეს ირჩევს ... ეს ფაქტი უნდა მივიღო, მაგრამ რთულია. იმედი მქონდა, რომ მეტ სათამაშო წუთს მივიღებდი, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო", - განაცხადა 20 წლის შუახაზელმა.
ცნობისთვის, გასულ ზაფხულს გრავენბერხი ბაიერნს 18.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.