მიუნხენის ბაიერნის დირექტორმა, ოლივერ კანმა გუნდის მთავარ მწვრთნელზე და ბუნდესლიგაში ბოლო დროს ნაჩვენებ უარყოფით შედეგებზე ისაუბრა.
მსგავსი შედეგების გამო, გერმანულ მედიაში გახშირდა საუბრები იულიან ნაგელსმანის შესაძლო გაშვებაზე:
"ამ ეტაპზე ახალ მწვრთნელს არ ვეძებთ, ჩვენ ნაგელსმანს ბოლომდე ვენდობით - ცხადია, ის ახლა ანერვიულებულია, თუმცა ყველანი მსგავს სიტუაციაში ვართ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მასში ეჭვი მაინც არ გვეპარება.
ზოგი ფეხბურთელი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ ბუნდესლიგა მეორეხარისხოვანი ტიტულია, ეს კი ჩვენთვის უბრალოდ მიუღებელია", - განაცახადა კანმა.