ლაიპციგის შემტევმა, კრისტოფერ ნკუკუმ ჟურნალისტებთან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა - ერთ-ერთ კითხვაზე, თუ რამდენჯერ დაურეკა მას ნაგელსმანმა იმისათვის, რომ ბაიერნს შეერთებოდა, ნკუკუმ უპასუხა:
"არც ერთხელ."
ცნობისთვის, 24 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩი გამართა და თავი 6 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა - მისი სატრანსფერო ღირებულება გერმანული Transfermarkt-ის მიხედვით, 80 მილიონი ევროა.