გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლდა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან ჰანს ფლიკმა ისაუბრა:
"ეს მარცხი არ გაგვანადგურებს - მან თვალები აგვიხსილა, ახლა წაგება ჯობია, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატზე.
საშინელი პირველი ტაიმი ვითამაშეთ, არ ვიყავით აქტიურები და თავდაჯერებულები, თუმცა მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით, მაგრამ გოლის გასატანად საკმარისი მომენტები ვერ შევქმენით.
ექსპერიმენტების დრო დასრულდა!", - განაცხადა ფლიკმა.
ცნობისთვის, ეს ფლიკის პირველი მარცხი იყო გერმანიის ნაკრებთან ერთად.